ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის მხარდასაჭერად დღეს ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.აქციაზე მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ბუბა ჩივაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
,, მერიის შენობიდან ჟურნალისტის მსგავსი ფორმით გამოძევების ფაქტი არ მახსენდება. თუ ჟურნალისტი იქცეოდა არასწორად ,შენობის დაცვის სამსახურს, მითუმეტეს დამატებით მობილიზებულ ძალებს შეეძლოთ მისთვის მიეთითებინათ და ეს არ მომხდარიყო იმგვარად , როგორც კადრებში ვნახეთ. ეს იყო ძალის დემონსტრირება და არა კანონის აღსრულება.“-განაცხადა აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა.