ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაყოფილების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში,გადაადგილება მხოლოდ საშვით არის შესაძლებელი. თეონა გიორგაძის თქმით, მალე მზად იქნება მედია-ცენტრი,სადაც ჟურნალისტებს შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერ დროს, მთ შორის შაბათ-კვირასაც.
გიორგაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისშია და ჩამოსვლისთანავე მედიას ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს.
,,ნებისმიერ ჟურნალისტს შეგიძლიათ დარეკოთ, საშვი ამოიწეროთ და გადადგილდეთ ისე როგორც ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში.საშვის გარეშე არც ერთ უწყებაში არ არის გაადგილება დასაშვები. არ გეზღუდებათ გადადგილება, შეგიძლიათ საშვის ამოწერის შემდეგ ამოხვიდეთ, გააშუქოთ ნებისმიერი ამბავი და მიიღოთ ინფორმაცია.,,-ამბობს თეონა გიორგაძე