რამდენიმე შეზღუდვა 8 მარტიდან მოიხსნება.სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ.
ასევე 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები , ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;რესტორნების მენეჯერებს შიდა სივრცეებში დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა მოუწევთ, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.
განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.