შეზღუდვათა მოხსნის ეტაპობრივად უცვლელი რჩება ე.წ. კომენდანტის საათი .
„21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, - განაცხადა პრემიერმა.
კონკრეტულად ხვალიდან კი მუშაობას განაახლებენ სასტუმროები სამთო კურორტებზე, თუმცა მათ არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვა მოუწევთ.
ასევე იხსენება შეზღუდვა საქალაქთაშორისო გადადგილებაზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან, 25 თებერვლიდან ამოქმედდება .
განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.