უბედური შემთხვევა თერჯოლაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ. ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს გაზ გასამართ სადგურზე ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა დახვდათ. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა
ხანძრის დროული ლიკვიდირება და აფეთქების საფრთხის ტავიდან აცილება შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.