ყვავილებით მოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურმა გარევაჭრობა აუკრძალა და ე.წ. ყვავილების ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა მოთხოვა. მოვაჭრეებმა აქცია მერიის შენობის წინ გამართეს. მათ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შეხვდა, მისი თქმით , მათ გამონაკლისის სახით ყვავილების გამყიდველებს მისცეს გარევაჭრობის უფლება,თუმცა უკვე გამონაკლისი ვეღარ დაიშვება. მოვაჭრეები მერის შენობაში შევიდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. იყო მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც.
