,,სოლიდარობა პატიმრებს,, ,,ციხეებში კოვიდია,, -ამ ტრანსფარანტებით ადვოკატების მორიგი აქცია ქუთაისის მერიის წინ გაიმართა . ისინი ციხეებში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდის აფეთქებაა. ადვოკატები არ ენდობიან ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ციხეებში 113 პატიმარია ინფიცირებული.
,,არ შეიძლება აკრძალვა 24 საათიანი პაემნის, ხანმოკლე პაემნის, დაცვის საყოველთაო უფლების. ყველა უფლება ჩამორთმეული აქვთ პატიმრებს .11 თვეა ამასთანავე ჩაიკეტა ციხეები და არ გამოდის რეალური ინფორმაცია , რა მდომარეობაა კოვიდინფექციათან დაკავშირებით.შესამაბისად ამ ჩაკეტვას ხელისუფლება ამართლებს პაანდემიით.ყველა პატიმარი , რომელზეც კანონსაწინააღმდეგოდ გავრცელდა აკრძალვა , ცნობილი უნდა იქნას დაზარალებულად და საპირწონედ უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია შემდეგი ფორმით-თოთოეულ მათგანს სასჯელის ერთი მეოთხედი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. ასევე ამოქმედდეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები და ამ დარჩენილი სასჯელებიდან შესაბამისად, როცა დადგება კანონით განსაზღვრული ვადა, კიდევ დამატებით იმსჯელონ სასჯელის შემსუბუქებაზე ,,-განაცხადა ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა.