შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რამდენიმე კერაა იმერეთში- წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.