მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შობას აღნიშნავს, რის გამოც, ერთი ღამით მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვა.კერძოდ,დღეს,6 იანვრის 21 საათიდან მოქალაქეებს ღამით გადაადგილების საშუალება ექნებათ, ხოლო 7 იანვრის 21 საათიდან, შეზღუდვა ისევ ამოქმედდება.
ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შობის დღესასწაულის გამო მიიღო.6 იანვარს ტაძრებში მსახურება ღამის თევით ეწყობა.
ქვეყანაში ე.წ.წერტილოვანი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. გადაადგილებაზე შეზღუდვა ხელისუფლებამ 31 დეკემბრის ღამეს,საახალწლოდ მოხსნა.
ქვეყანის მასშტაბით არ მოძრაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.ქუთაისსა და კიდევ 7 დიდ ქალაქში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
გეგმის მიხედვით, ქვეყანაში შეზღუდვები 18 იანვრიდან უნდა შემსუბუქდეს.უნდა აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ასევე გაიხსნას სავაჭრო ობიექტები და ღია და დახურული ბაზრობები.გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა.