კორონავირუსით ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი,პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა.მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და თბილისში,ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.სამწუხაროდ , მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ტარიელ ფუტკარაძე გუშინ გარდაიცვალა.
ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის იყო.
ის იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი.
2011 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.