ხვალიდან სავაჭრო ცენტრები ისევ დაიკეტება.2 იანვარი მოლებისთვის ბოლო სამუშაო დღეა. უცნობია,როდის განაახლებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლებსა და სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან,გარკვეული რეგულაციების ფონზე მიეცათ.
ისევ არ მუშაობს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი,ასევე მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21-დან 05:00 საათამდე.გამონაკლისი იქნება 6 იანვარი,შობის ღამე.