ოკუპირებული აფხაზეთიდან დააბრუნეს ხატი, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსმა,, ილორის ტაძარს შესწირა. ხატი ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული.ენგურის ხიდის გადმოკვეთის შემდეგ ხატს ბაგრატში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი დახვდა.სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ,,პატრიოტთა ალიანსის,, ლიდერის განცხადებით, ხატის დაბრუნების მსურველი და პროცესების მოწინააღმდეგე აფხაზეთში მხოლოდ 15 კაცი იყო.
,,ღვთის ნებაა ყველაფერი, რატომ ბაგრატის ტაძარში? ესეც ღვთის ნებაა. ეს ღვთისმშობელი იქნება შემწე დევნილთა და მოწყალე, რომელიც დაიცავს და გააძლიერებს საქართველოს, ასევე აფხაზებს და ოსებს. დღეს დიდი და მძიმე დღე იყო, ასევე ამაღლებული. ღვთისმშობლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია. ძალიან სამწუხაროა, რომ, მთელი ამ დღეების მანძილზე, მე ვაკვირდებოდი არაადამიანურ პროცესს, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ჯგუფები, თბილისში, სოხუმში, რომელთათვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს. დაიწყო პატარა ნაბიჯის გადადგმა და რამდენი მტერი აღმოაჩნდა ამ პატარა ნაბიჯს. არ ვიცი, რა გიხაროდათ, ღვთისმშობელს აბრუნებენო?,,-განაცხადა ირმა ინაშვილმა..
შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ხატი დაბეჭდილი რეპროდუქცია იყო და არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა.ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირმა ინაშვილი და გიორგი ლორია იმყოფებოდნენ.
დღეს ,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ოფისი გაიხსნა.
გახსნაზე კანდიდატმა ქუთაისთან დაკავშირებით პარტია ,,ევროპული საქართველოს,,და მისი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის ხედვა წარადგინა. მათგან უმთავრესია ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება და აეროპორტის სრული დატვირთვით ამუშავება. აქცენტი გაკეთდა სამუშაო ადგილების შექმნაზეც .
,,ქართული ოცნების,, ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში დღეს შ.პ.ს. ,,სიარპი ვუდში’’ საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა , რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. თანამშრომლებთან საკუთარი პროგრამი სწარდგენამდე კი პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრო და საწარმო დათვალიერა.
დღესვე მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრას ქალაქის სხვადასხვა უბანში გამართავს.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად დაიწყებენ. ამის შესახებ პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ქობულეთსა და ბათუმში სწავლა იქნება დისტანციურად, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშვები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ელი ოქტომბრიდან განაგრძობენ. მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“-აღნიშნა პრემიერმა
გახარიამ დახურულ სივრცეში სარიტუალო ღონისძიებების გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრა
.,,აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურისედ გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები,,-განაცხადა პრემიერმა
ასევე აღნიშნა, რომ კარანტინის ვადა 8 დღემდე მცირდება.
,,ქვეყანაში შემოსვლის პირობებში საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. ვამცირებთ იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის სტუმრებსაც. საკარანტინო დრო იქნება 8 დღე, ამ 8 დღის შემდეგ იქნება „პისიარ“ ტესტი და მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეებს დატოვებენ და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების,, -განაცხადა გახარიამ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 15 სექტემბრიდან, საქართველოში ნაცვალგების პრინციპით შემომსვლელ უცხოელებს, PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ.
,,15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება იქონიონ 72 - საათიანი PCR ტესტი, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ კოლეგებთან და პარტიორებთან, ჩვენი მოქალაქეების და სტუმრების ჯანმრთელობაც დავაზღვიოთ.ეს გადაწყვეტილება ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაუწესდებათ მსგავსი თხოვნა 15 სექტემბრიდან“-აღნიშნა პრემიერმა
პარტიამ ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის ოთხივე ოლქში წარადგინა.. წარდგენა ქალაქის ცენტრალური ბულვარში გაიმართა.
ტყიბულის,თერჯოლის,ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში ბიზნესმენი დავით შალამბერიძე,საჩხერე,ჭიათურა,ხარაგაულში -მედიკოსი ნინო ბრეგვაძე,სამტრედიის,ვანისა და ხონის ოლქში -მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩიქოვანი,ქუთაისში კი მაჟორიტარობისთვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებენ.
,,მთავარი პრინციპია საზოგადოებას შევთავაზოთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ" _ აცხადებენ პარტიის ლიდერები.
პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი,, 2020 წლის 7 ივნისს, ,,ქართული ოცნების,, ყოფილმა წევრებმა დაარსეს. პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილია , პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო გენრალური მდივანი მარიამ ჯაში.,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი,, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს.
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიანინო ზარიძე-მაღრაძე: ნუ დაელოდებით დაავადების სიმპტომებს, დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! „როცა…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18,…
ორშაბათი ნოემბერი 17
In საზოგადოება,გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და დემოკრატიული ოპოზიციის…
ოთხშაბათი ნოემბერი 12
In პოლიტიკასაქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა…
კვირა ნოემბერი 09
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს და ტერიტორიულ ერთეულებში მერის…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკაქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოთხმა წევრმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.გიორგი კიკვაძის, დავით ნიშნიანიძის, შალვა მშვილდაძისა და…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკაგვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
პარასკევი ოქტომბერი 31
In პოლიტიკა