წინასაარჩევნო შეხვედრაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა , რომ რიკოთის ურელტეხილი თბილისსა და ქუთაისს ისე დაკავშირებს, რომ ,,ხარისხობრივად შეცვლის ქვეყნის განვითარების სისწრაფეს,,ყურადღება გაამახვილა ქუთაისის შემოვლით გზაზე, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებაზე .გიორგი გახარიამ ქუთაისის ფუნქციაზეც ისაუბრა.
,,ჩვენ ქვეყანა დაგვხვდა ისეთ დღეში,სადაც ელემეტარულად სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის ,გზის პრობლემები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს ეგონა ,ამ რომ ამ ქალაქს, რომლის ისტორია ითვლება ძველი წელთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნიდან, ფუნქცია ვინმემ შესძინოს , ან ფუნქცია ვინმემ წაართვას. ეს ქუთაისის შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია.ამ ქალაქში ისტორიის დრო გაჩერებულია. იმიტომ რომ მარადისობა სუფევს აქ,,-განაცხადა გიორგი გახარიამ