ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ სიგუნავამ გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2021 წლის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი გურამ ჩხეიძე გაუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნოდარ გიორგიძე ხმათა უმრავლესობით – 18 ხმით აირჩიეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევასთან ერთად მოხდა თავმჯდომარის მოადგილების და კომისიის ხელმძღვანელების არჩევა.
თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულ იქნა:
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია სახამბერიძე;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჭოლოკავა;
კომისიების თავმჯდომარეებად არჩეულ იქნა:
1.საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიას მურად ბურჯანაძე.
2.იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია გვანცა გრძელიძე.
3.კულტურის,განათლების,სპორტის,ჯანმრთელობის დაცვის,სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ირინა ტყეშელაშვილი.
4.ეკონომიკური პოლიტიკის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია თორნიკე გაჩეჩილაძე.
5.გარემოს დაცვის ბუნებრივი რესურსების მართვის და აგარარულ საკითხთა კომისია ზაზა ზივზივაძე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.
საკრებულოს პირველ სხდომას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე ესწრებოდა.
მერმა ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.