საქართველოს პარლამენტმა ხმაურის ფონზე პირველი მოსმენით რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.მის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკვე აპროტესტებენ. ,,ზაზა ლომინაძემ დატოვოს ქუთაისის მანდატი,,-წერს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი.
საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე დღეს, 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.
"ქართული ოცნებიდან" კანონს ხმა არ მისცეს სერგეენკომ,ჩაჩიბაიამ,დუმბაძემ და მემარიაშვილმა.