პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიასთან საჯაროდ დაწვა. ამ ფორმით მან მთავარი ფინანსური დოკუმენტი გააპროტესტა. მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ მაღალჩინოსნების კეთილდღეობას ემსახურება. წულაიას თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა თვითმმართველობაში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი და ის 24 მილიონს შეადგენს. გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვიც შეაყარა. წულაიას ქალაქის თვითმმართველობა არ ეხმიანება.