ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელმა, ელისო არჩაიამ 2027 წლის ქუთაისის ბიუჯეტის განხილვის ფარგლებში ორი ინიციატივით წარადგინა.ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სოციალურ ქსელში წერს.
,,ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა;
ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
მომდევნო კვირის განმავლობაში სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით დამატებით ინიციატივებსა და რეკომენდაციებს წარვადგენ.
მნიშვნელოვანია, ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად ასახავდეს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს და პასუხობდეს იმ პრობლემებს, რომლებიც ქუთაისელებს ყოველდღიურად აწუხებთ.,,-ელისო არჩაია.
