ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართულ-ებრაული ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ისრაელის ელჩს შეხვდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიც
შეხვედრაზე ლევან ზალკალიანმა ელჩს იმერეთის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

შეხვედრაზე ისრაელიდან იმერეთში ტურისტული ნაკადის ზრდის, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონში ისრაელელი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
