მოძრაობა,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე უბნების მოწყობასთან დაკავებულ ხარვეზებზე საუბრობს.ამის შესახებ მან ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
საარჩევნო უბნებში ინვენტარის დალაგება მიმდინარეობს, თუმცა,როგორც დეკანოიძე აცხადებს, მაგიდების და მონიტორების განთავსება იმგვარად ხდება,რომ დამკვირვებლები პროცესის მონიტორინგს ვერ შეძლებენ.როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს,ისინი დღის ბოლომდე ყველა საარჩევნო უბანს შემოივლიან და საჩივრებსაც დაწერენ.
,,ხვალინდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში, ამიტომ ჩვენ ძალებს არ დავზოგავთ,რომ თითოეული მოქალაქის ხმა იქნას დაცული.,,-ხატია დეკანოიძე.