ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ქუთაისში, 71 საარჩევნო უბანი და ერთი სპეცუბანია გახსნილი.
ქალაქში 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული.ხმის მიცემა გარდა სპეცუბნისა, ელექტრონული აპარატების საშუალებით მოხდება.
ქვეყნის მასშტაბით კი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.გახსნილია 3 004 უბანი.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით პირველად ჩარდება. ხმების დასათვლელად ელექტრონული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. ამასთან, ნაცვლად სიებისა, საარჩევნო უბნებზე, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატის დახმარებით მოიძებნება.