,,ევროპული საქართველო,, ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. კანდიდატის ინფორმაციით, ამ შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და სანათები კონკრეტულ მომწოდებელს უკონკურენტოდ დაუკვეთა.
შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი სანათი 112 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 ათას ლარს.
საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ კეთდება.