კატასტროფული ბიუჯეტის პროექტი- ასე შეაფასა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის საკრებულოს წევრმა ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი.გიგა შუშანიას თქმით, ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.შუშანიას შეფასებით,100 მილიონიან ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორად არის გათვლილი.
,,ეს არის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არის კატასტროფული ,წინა წლებთან შედარებით გაცილებით უარესი.თითქმის 5 მილიონამდე არის გაზრდილი ხელფასები.
რესტორნების ხარჯები,ფასები გაზრდილა რესტორნებში და 200 ათას ლარამდე გაზარდეს,ამის პარალელურად უფასო კვებაში საქონელი და მომსახურება 40 ათასი ლარით არის შემცირებული,საგზაო ინფრასტრუქტურა 2 მილიონ 280 ათასამდე ჩამოიყვანეს და ლამის 11 მილიონით არის შემცირებული.
ქუთაისი მიექანება უფსკრულისაკენ და თითოეულმა ქუთაისელმა უნდა ამოიღოს ხმა,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მომდევნო წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 100 მილიონი ლარია.