„ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ხონის მერს მიმართავს, მიაწოდოს იმ ადამიანების სია,რომლებიც თვითმმართველობაში არიან დასაქმებულები .ოპოზიცია ბიუროკრატიის ზრდაზე საუბრობს .
„რიგ შემთხვევაში, შეუძლებელია ეს ადამიანები ფიზიკურად ეტეოდნენ შენობებში და მათი უზრუნველყოფა ხდებოდეს კომპიუტერული ტექნიკით და ოთახებით. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების სახელების და გვარების მოწოდებას, რაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით უარს გვეუბნება ადგილობრივი თვითმმართველობა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ ადამიანებიდან, რიგ შემთხვევაში, ზოგი საერთოდ არ არსებობს, ან მათი უმრავლესობა „ქართული ოცნების” მიერ საბიუჯეტო სახსრებით საარჩევნოდ არის მოსყიდული.
შევახსენებთ ქალაქის მერს, რომ ეს არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და მისი საჯაროდ დასაქმებული ადამიანების სია ვალდებულია მოგვაწოდოს”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.