სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა და ქალაქის მერობის კანდიდატმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმდებარედ ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლების მიერ გაცემული შეუსრულებელი დაპირებები გააპროტესტეს,მაგალითად კი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მოიყვანეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის,გიორგი თევდორაძის განცხადებით,მშენებლობის დაწყებამდე გაიცა დაპირება, რომ სასწავლებელი გათვლილი იქნებოდა 60 000 სტუდენტზე,მოგვიანებით კი ითქვა ,რომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის 1000 სტუდენტს მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში კი 264 სტუდენტი დაიწყებს სწავლას.