,,სტრატეგია აღმაშენებლის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ მეთორმეტე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა.ანდრო ლოსაბერიძე საარჩევნო კამპანიის არათანაბარ გარემოში ჩატარებას აპროტესტებს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილებით ქალაქის მასშტაბით გამოყოფილა 10 ადგილი, სადაც შესაძლებელია სააგიტაციო მასალის განთავსება. სხვა შემთხვევაში ყველა გაკრულ პლაკატზე 50 ლარით ჯარიმდება პოლიტიკური ორგანიზაცია. სტრატეგია აღმაშენებლის მერობის კანდიდატის ანდრო ლოსაბერიძის განცხადებით ეს ადგილები საკმარისი არ არის, მითუმეტეს როცა ახალი საარჩევნო სუბიექტი ახალი ნომრით პოზიციონირებს. მითუფრო მაშინ როცა თითო ადგილზე ნებადართულია 4 პლაკატის გაკვრა. საერთო ჯამში 40 პლაკატის გაკვრის ნებართვაა. თუმცა ქართული ოცნება ამ დადგენილების მიღმაა და მის კანდიდატებზე შეზღუდვა არ ვრცელდება.,, განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ