იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე დაინიშნა. მან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ქონებრივი საკითხები, სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია, სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული მიმართულებები ჩაიბარა.