ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. ირაკლი შენგელია სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.
"ბევრი ვიფიქრე ამ პოსტის დაწერის წინ, დუმილს ნამვილად ვერ ავირჩევდი. არასდროს გავქცეულვარ კითხვებს მედიის თუ მოქალაქეების მხრიდან და პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში ღიაობა და გულწრფელობა ყოველთვის იყო ის ღირებულება, რასაც ვიცავდი და დავიცავ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს, არავის კუთვნილი თანხა ბიუჯეტიდან, მითუმეტეს სოციალურად დაუცველი ადამიანების, არც მე და არც ჩემს ოჯახის წევრებს არ მიკუთვნებია. მეტიც, პოლიტიკაში მოსვლამდე და ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც საჯარო სივრცეში გადმოვინაცვლე, სხვა ვალდებულებებთან ერთად, უპირველეს ამოცანად, სწორედ ადამიანების დახმარება მაქვს არჩეული.
არასდროს დავიწყებ საუბარს ინდივიდუალურად გაწეული დახმარების მოცულობაზე, როგორც ფინანსური, ასევე პროფესიული მიმართულებით, ამის განსჯა მოქალაქეებისთვის მიმინდია. ბოლოს დავძენ, რომ ქალაქის მმართველობაში მოსვლის მიზანი, ჩემთვის არასდროს ყოფილა მერკანტილური და ყოველთვის იყო ჩემი ქალაქის და თანაქალაქელების სამსახური."-წერს ირაკლი შენგელია.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის საჯარო მოხელეების ნაწილი სოციალური შემწეობები მიიღებთა სიაში ირიცხება და ბიუჯეტიდან შემწეობა აქვს მიღებული.