მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გიორგი გახარიას თქმით საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კვლავ გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,“- განმარტავს პრემიერი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო მონაცემებით, სახელმწიფოსგან ასეთი ტიპის დახმარება 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო.