ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი გამოავლინა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის - მომო“-ს მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 1 ფაქტი გამოვლინდა.
ინფორმაციისთვის, სამართლიანი არჩევნების ქუთაისის ოფისს ამ დროისათვის 24 დამკვირვებელი ჰყავს.