ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა . ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზესტაფონის მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი და თანამშრომლები მოსახლეობას ამანათებს ურიგებენ და არჩევნებზე ,,ქართული ოცნების,, შემოხაზვას თხოვენ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ამანეთბში მოთავსებულია საკვები პროდუქტები. ხატია დეკანოიძემ დღეს ბრიფინგი გამართა, ჟურნალისტებს ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა წარუდგინა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 611