სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მოსმენების სამსახველი ფაილების გავრცელებას და სუსის მიერ თვალთვალისა და მოსმენების განხორციელებას პოლიტიკური მოძრაობა ,,მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის,, ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე ეხმაურება. მისი შეფასებით, ფაქტი სამარცხვინო და ამაზრზენია.
,,ეს არის ძალიან სამარცხვინო, ტოქსიკური და ამაზრზენი ამბავი, რომელთან შეხებაც კი გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ჩემში. ეს არის შედეგი იმისა, რომ ძალიან დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია ჩვენ საზოგადოებას, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ხელისუფლება ძირითადად თვალთვალით და მიყურადებით არის დაკავებული, ეს არის იმის მანიშნებელი , რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ძალიან დაბალი მორალის ნიშნული და ჩვენ ვერანაირად ვერ ვპასუხობთ იმ სტანდარტებს,რასაც უნდა პასუხობდეს პასუხისმგებლიანი საზოგადოება. ამიტომ მე ყველას ვპირდები და ვეუბნები,რომ აი ამ ორპოლუსიანი პარადიგმის შეცვლა და "მესამე ძალის" გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვლით ამ სავალალო მდგომარეობას და გამოვალ ამ სპირალიდან.,,-განაცხადა გია თევდორაძემ საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორთან,,.