,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრი აღმაშენებლის ქუცაზე შეჩერებულ სამუშაოებს ეხმაურება.გიგა შუშანიას განცხადებით, საგზაო დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.
,,აღმაშენებლის გამზირზე შემსრულებელმა კომპანიამ მიატოვა სამუშაოები, მიუხედავად იმისა რომ მილიონ ორასი ათასი ლარი საგზაო დეპარტამენტმა წინასწარ ჩაურიცხა ამ კომპანიას,იმ ფულის დიდი ნაწილი კომპანიამ წაიღო და საერთოდ გაქრა.ეს გზა არის საგზაო დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის კორუფციული გარიგების შედეგი.მაქვს წერილი, სადაც საგზაო დეპარტამენრის ხელმძღვანელი ადასტურებს , რომ იცოდა, რომ კომპანიას იანვრის თვეში შეწყვეტილი ქონდა სამუშაოები.მიუხედავად ამისა, იანვრიდან კომპანიას ჩარიცხული აქვს დამატებით 900 ათასი ლარი. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე არის ანალოგიური მდგომარეობა და იმის მაგივრად , რომ ქუთაისის მერი ახლა აქ იდგეს, და გაგნგაშის ზარებს ტეხდეს, ბიუჯეტის გაფლანგვით და კორუფციით არის დაკავებული,,-აცხადებს გიგა შუშანია.