ქუთაისის გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე შეხვედრა თბილისში გაიმართა. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს.შეხვედრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ინიციატივით შედგა .
,,ქუთაისის გენგეგმა- ესაა დოკუმენტი, რომლის შემუშავებაზე 30 წელია მიმდინარეობს მსჯელობა თუ კამათი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით დაწყებულია სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცედურა.
„ ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვის“ მეორე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის განვითარების ხედვა, განვითარების სტრატეგია და მათი სიცოცხლისუნარიანობის შეფასება) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია საჯარო განხილვებისთვისაც მზად გვაქვს.
hჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი მომდევნო 20 წლის მანძილზე.,, - წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში.