ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მან 10 თებერვალს წერილით მიმართა მერიას და ითხოვდა შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს. შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ მას საერთოდ არ უპასუხა. როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.გიორგაძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატს რომ შეემოწმებინა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით.

- პოლიტიკა
- გადასვლები: 1000