,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ქუთაისის მერს კორუფციაში ადანაშაულებს . განცხადება საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბრიფინგზე გააკეთა. გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი შიდა აუდიტის მუშაობის შესახებ ინფორმაციას მალავს.
,,მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე და მივმართეთ პროკურატურას, 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ აუდიტის სამსახურის ყველა დასკვნა, თუ რომელი სამსახურები შეამოწმა , რომელი აიპები და რა დასკვნები დაწერა. ქალაქის მერი გვიმალავს ინფორმაციას, საერთოდ პასუხი არ მოგვწერა.ვაპირებთ მივმართოთ სასამრთლოს ,რომ მოვთხოვოთ ეს ინფორმაცია. მიგვაჩნია ,რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას და მალავს ამ დასკვნებს, იმიტომ რომ, არ მოხდეს სათანადო გამოძიება და საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული.კორუფცია ყვავის ქუთაისის მერიაში,,-განაცხადა გიგა შუშანიამ
გიგა შუშანიას თქმით, მას საპასუხო წერილი ქუთაისის მერიის მხრიდან არ მიუღია.