პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გუშინდელ ბრიფინგს დღეს ქუთაისის მერია ეხმაურება. ქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე აღნიშნავს რომ, გოგი წულაის მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია. ქუთაისის მერის მოადგილის განცხადებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებზე ჯამში 741. 000 ლარია გამოყოფილი. წულაიას მიერ გაჟღერებული 14.000 ლარი კი იანვრის ცვლილების შედეგად დაემატა. ქარქაშაძის განცხადებით 850 000 ლარი არამხოლოდ ვიდეოჯარიმებზე, არამედ ტექნიკისა და სერვერების შესაძენადაა გამოყოფილი. ეს პროექტი, ქალაქის მეტი უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თან ერთად ხორციელდება.
გოგი წულაიამ ბრიფინგი გუშინ გამართა. მან ყურადღება ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებეზე გაამახვილა. წულაიას განცხადებით, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შეძენასა და ექსპლუატაციაზე 850.000 ლარია გამოყოფილი. მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს, ხელისუფლება ბიუჯეტის შევსების მიზნით, ხალხის დაჯარიმებაზე ფიქრობს. გოგი წულას თქმით, ამის პარალელურად აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 14.000 ლარი აქვთ განკუთვნილი