ქუთაისის მერიის წინ დღეს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს,, თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. მან ყურადღება ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებეზე გაამახვილა. წულაიას განცხადებით, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შეძენასა და ექსპლუატაციაზე 850.000 ლარია გამოყოფილი. მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს, ხელისუფლება ბიუჯეტის შევსების მიზნით, ხალხის დაჯარიმებაზე ფიქრობს. გოგი წულას თქმით, ამის პარალელურად აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 14.000 ლარი აქვთ განკუთვნილი რაც წულაის შეფასებით, დიდი უზნეობაა.