,,ხელისუფლების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია აქცის მონაწილეების ფსიქოლოგიური დაშინების მიზნით“ -ასე შეაფასეს ,, ნაციონალურ მოძრაობაში,, გუშინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ცენტრალურ ბულვარში მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით შევარდა. ოპოზიციურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ავტომანქანის მძღოლი ხელისუფლების ინტერესებით მოქმედებდა და მან კარავზე შეჯახება სცადა, იმავე პირმა კი დღეს საავარიო შემთხვევა ნიკეას დასახლებაში გამოიწვია.
,,ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენლებმა ფოტოებიც გაასაჯაროეს.