.“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 118 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული. პაციენტები ძირითადად დასავლეთ საქართველოდან არიან . კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 25 ორსული და მელოგინე გადის . ისინი ძირითადად იმერეთიდან არიან. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“რაც შეეხება კოვიდცენტრში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, დიდი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გვყავს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები, რომელთაც უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს. დღეს კი კლინიკას ათამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა