დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 2 911 შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.
24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 566 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, აქედან იმერეთში - 4 385.