24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 636 შემთხვევა ფიქსირდება.
იმერეთში საავადმყოფოებში 963 ადამიანი მკურნალობს.ქვეყანაში 633 მძიმე პაციენტია , მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 101, იმერეთში - 163.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი , მათ შორის იმერეთში - 33.
იმერეთში კოვიდსასტუმროში 294 ადამიანია, ხოლო საკარანტინო სივრცეში იმერეთში 39 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.