თერჯოლაში Covid19-ით ინფიცირებული 66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა . პაციენტი მკურნალობის კურსს 5 ნოემბრიდან ,,თერჯოლამედში" გადიოდა. როგორც კლინიკის დირექტორმა დავით სარიშვილმა განაცხადა, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. რამდენჯერმე ჰქონდა გადატანილი ინსულტი, ასევე აწუხებდა თანმხლევი დაავადებები, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა.
,,თერჯოლამედის" სტაციონარში კორონავირუსის დიაგნოზით 102 პაციენტი მკურნალობს.