საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 შემთხვევიდან 16 ქუთაისში დაფიქსირდა.
,,იმერეთში ჯამში 1226 ნიმუში იქნა გამოკვლეული, საიდანაც 16 დადებითი შემთხვევა დადასტურდა. ეს ძირითადად ყველა უკავშირდება 32-ე სკოლის კლასტერს, რა თქმა უნდა კვლევა და კონტაქტების დადგენა კვლავაც მიმდინარეობს, ჩვენ თამამად შეგვიძია ვთქვათ ,რომ იმერეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,,-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ