პროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები- საჭიროებებზე ორიენტირებული,ადგილობრივი პოლიტიკის აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შექმნილ,ქალთა და გოგონათა სამიზნე სამუშაო 4 ჯგუფთან ჩატარდა 4 სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეებს,ქუთაისში სხვადასხვა თემში მცხოვრებ დევნილ ქალებსა და გოგონებს ,საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ იმ პრიოტიტეტულ პრობლემებსა და გამოწვევებზე,რომლებიც,წლების მანძილზე დაუგროვდათ.სამიზნე სამუშაო ჯგუფის წევრებმა მთავარ საკითხთა ნუსხაში ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელეს,როგორიცაა:გაუმართავი სანიაღვრე სისტემა,სარდაფებში არსებული წყლისა და ნესტის პრობლემა,ფასადების ავარიული მდგომარეობა,გადახურვის საკითხი,შიდა გზების გაუმართაობა.ასევე გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის მიმართულებით,სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით,დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდებმა გამოკვეთეს სპორტული მოედნებისა და სკვერების არარსებობის პრობლემა.სამუშაო ჯგუფის წევრებს,პროექტის ფარგლებში,შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ უნარ-ჩვევები და ქალთა ფონდის "სოხუმი" დახმარებით,იმუშაონ პრობლემების ადვოკატირებაზე, შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან.
აღნიშნული ჯგუფები ინოვაციური მეთოდების გამოყენებით შეხვედრებს ჩაატარებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, დევნილთა ადგილობრივ თემთან,დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს,ქალაქის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვას,რაც ხელს შეუწყობს ,დევნილი ქალებისა და გოგონების მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დევნილთა თემებში იდენტიფიცირებული პრობლემების ეფექტიან ადვოკატირებასა და გადაჭრას.