თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამიზნე ჯგუფის ორდღიანი ტრენინგი საპროექტო განაცხადის შევსების სწავლების შესახებ დასრულდა.
ქალთა ფონდი ,,სოხუმის" წარმომადგენლებმა, ასოცირებულ პროფესორ ელგუჯა დეისაძესთან ერთად, ყველა მონაწილეს გადასცა სერთიფიკატები.
ეს მომდევნო ეტაპია ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც ჯერ ახალი პროფესიები შეისწავლეს, ამის შემდეგ კი საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით თეორიული კურსის ძირითადი ნაწილიც გაიარეს ტრენერის ხელმძღვანელობით. მოისმინეს კვალიფიციური რჩევები პროდუქციის/სერვისის მახასიათებლებსა და მის ფასწარმოებაზე, რაც აუცილებელი ინფორმაციაა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის. მომდევნო საფეხურზე სერტიფიცირებულ ბენეფიციარებს კიდევ უფრო საინტერესო გამოწვევები ელოდებათ ქალთა ფონდ ,,სოხუმის" ორგანიზებით.