ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის: ქუთაისი, ხონი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი - დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო კამპანიას მართავს.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს დევნილთა თემში გენდერული ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და მათ დისკუსიებში ჩართვას.
ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში იგეგმება: შეხვედრები ექიმების ჯგუფთან, სადაც ოჯახის ექიმის, მამოლოგის, გინეკოლოგის დახმარებით დევნილი ქალები მიიღებენ კომპეტენტურ ინფორმაციას ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური ზეგავლენის შესახებ; ასევე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგ-პროგრამებზე. აღნიშნული სამედიცინო აქცია მიზნად ისახავს ქალთა/გოგონათა ჯანმრთელობის საჭიროებების იდენტიფიცირებას, ჯანდაცვის სერვისებზე მათი ინფორმირების და ხელმისაწვდომობის გაზრდას.
გარდა ამისა, დევნილთა თემი ჩაერთვება ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ „ფორუმ თეატრის“ წარმოდგენაშიც, რომლის დროსაც აქტიურად იმსჯელებენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი აღკვეთის გზებზე.
აქტივობები ჩატარდება შემდეგ თარიღებსა და ლოკაციებში:
წყალტუბო - 01.12.23. ხონი - 05.12.23. ზუგდიდი - 06.12.23. სენაკი - 08.12.23. ქუთაისი - 09.12.23.
ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ!
„დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა!“
აღნიშნული კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში