ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე ჯგუფის წევრებთან ერთად მოხდა ონლიან პეტიციის რეგისტრაცია, რათა ხელი შევუწყოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დანერგვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი აქტიურად დაეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და შექმნას ხელსაყრელი პირობები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის.