ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს დევნილთა თემის პრობლემების ადვოკატირებას. მიმდინარე ადვოკატირების საკითხებთან ერთად მაქსიმალურად ხდება ახალი საჭიროებების გამოვლენა. რადგანაც მოხდეს მაქსიმალურად მეტი მნიშნელოვანი საკითხის გადაჭრა დევნილი თემის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.
პრობლემა, რომლის ადვოკატირებას იწყებს ქალთა საინიციატივო ჯგუფი, არის ბინათამესაკუთრეობის ამხანაგობა. ეს ინსტიტუტი უკვე წლებია არის დევნილთა დასახლებაში, სადაც უკვე რეგისტრირებულია 16 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. თუმცა არ არსებობს პროგრამა ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტში, რომელიც საშუალებას მისცემს ამხანაგობებს თანამონაწილეობით განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. საკითხის აქტუალიზაციის კუთხით ამ ეტაპზზე შეხვედრები გაიმართა მოსახლეობასთან. საკითხის დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის კი ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაში არის ადგილობრივ თვითმართველობასთან.