წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანია პრობლემების დროული გამოვლენა და ადვოკატირების პროცესის წარმართვა.
ამ ეტაპზე ჯგუფი აგრძელებს ადვოკატირებას წყალტუბოს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში არსებული 14-16 კორპუსების გადახურვის საკითხზე, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სწრაფ რეაგირებას, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან და აფხაზეთის მთავრობისგან მიღებული პასუხებზე დაყრდნობით, პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან, უკვე დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის გაჭრის პროცესიც.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით დასახლების ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ოტია იოსელიანის სახელობის სახლ-მუზეუმში, სადაც წარადგინეს წინასწარ მომზადებული ლიტერატურული ნომრები აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, რამაც პოზიტიური განწყობა შექმნა დევნილთა ჩასახლებაში.