ქალთა ფონდი " სოხუმის" ორგანიზებით მორიგი ქალთა ქსელის შეხვედრა ჩატარდა.შეხვედრა გახსნა ქალთა ფონდი " სოხუმის" თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდა კორეის საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობაზე-IWPG. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ქსელური მუშაობისა და გუნდურობის სპეციპიკაზე, ქსელის წევრების პასუხისმგებლობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობის ეფექტიანობაზე.
კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათ მიერ ადმოკატირების პროცესში მყოფი და ასევე მოგვარებული პრობლემები, ისაუბრეს ადვოკატირების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და დაძლევის სტრატეგიებზე. ქსელის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ფონდი "სოხუმის" შექმნის ისტორიაზე, განხორციელებულ საქმიანობებზე და იმ ძირითად მიმართულებებზე რომელიც ხორცილედება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, აღნიშნეს ფონდთან თანამშრომლობით გამოწვეული პოზიტიური ცვლილებები, მზაობა გამოთქვეს იყვნენ აქტირად ჩართულები ქსელის გაძლიერებაში და მხარი დაუჭირონ ყველა საინტერესო აქტივობას მათი მუნიციპალიტეტების გასაძლიერებლად, დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად.